Accentnews.ge
"ევროპული საქართველო" ტელეკომპანია „იმედის“  წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

"ევროპული საქართველო" ტელეკომპანია „იმედის“  წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

07/09/2021 07:48:48 პოლიტიკა, სამართალი

"ევროპული საქართველო" ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. დავის დაწყების მიზეზი ტელეკომპანის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო ვიდეოს ეთერში გაშვებაზე უარი ეთქვა.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიის ეს გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.

"სამწუხაროდ, ტელეკომპანია "იმედმა" უარი გვითხრა, ჩვენი ვიდეორგოლის განთავსებაზე წინასაარჩევნოდ და სრულიად უსაფუძვლოდ დაასახელა მიზეზი, რომ ჩვენი ვიდეორგოლი თურმე შეიცავდა სიძულვილის ენას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ "იმედს" ვუჩივლოთ და საჩივარი შევიტანოთ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ნონიაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S