გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ იუწყება და მძღოლებს აფრთხილებს

07-09-2021 12:34:06 რეგიონები

გზების დეპარტამენტი მოძრაობის შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 176-ე კილომეტრზე, მაგისტრალის უბისა-შორაპანის მშენებლობის პროცესში, საავტომობილო დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის' საქართველოს ფილიალი ახორციელებს ხიდზე რკინა-ბეტონის კოჭების მონტაჟს, რის გამოც, ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საჭიროა 2021 წლის 7 სექტემბერს 05:00 საათიდან 07:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 10-15 წუთიანი ინტერვალით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები