
ლარის კურსი 2 აგვისტოს
02/08/2019 03:05:26 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9296 ლარი ღირს, ევრო – 3.2328.
პირველ აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ღირდა, ევრო – 3.3127. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა თითქმის 5 თეთრით გამყარდა.
ცნობისთვის: ლარის დრამატული გაუფასურების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, თუმცა 32 800 000 აშშ დოლარი გაიყიდა.