მსოფლიოში პირველი სამოქალაქო კოსმოსური მისია 15 სექტემბერს აიღებს სტარტს

07-09-2021 17:11:27 ეს საინტერესოა

მსოფლიოში პირველი სამოქალაქო კოსმოსური მისია სახელწოდებით "Inspiration4", რომლის ფარგლებშიც ორბიტაზე ოთხი ადამიანი გაემგზავრება, 15 სექტემბერს აიღებს სტარტს. მისიის წევრთა შორის არც ერთი პროფესიონალი ასტრონავტი არაა.

"Inspiration4"-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში შედიან "Shift4 Payments"-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯარედ ისააკმანი (მისიის მეთაური), ავიაკოსმოსური მრეწველობის თანამშრომელი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი კრისტოფერ სემბროსკი (მისიის სპეციალისტი), მეწარმე და პედაგოგი სიან პროკტორი (მისიის პილოტი) და ექიმის ასისტენტი ჰეილი არსენო (ბორტ-ექიმი).

ეკიპაჟის ყველა წევრმა "SpaceX"-ის კოსმონავტთა მომზადება რაკეტ-მზიდ "Falcon 9"-სა და კოსმოსურ ხომალდ "Dragon"-ზე გაიარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები