Accentnews.ge
გატაცება, მკვლელობის მცდელობა, მუქარა – გახარიას გუნდის წევრები საგანგაშო ფაქტებზე საუბრობენ

გატაცება, მკვლელობის მცდელობა, მუქარა – გახარიას გუნდის წევრები საგანგაშო ფაქტებზე საუბრობენ

07/09/2021 13:32:23 პოლიტიკა, სამართალი

პარტია "საქართველოსთვის" წევრები "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური დევნაში და ამ მიზნით სახელმწიფო უწყებების გამოყენებაში ადანაშაულებენ.

საგანგებო ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა რამდენიმე ფაქტზე გაამახვილა ყურადღება:

  • „ლაგოდეხის რაიონის სოფელი მაწნის მაჟორიტარობის კანდიდატი აკაკი ლობჟანიძე, რომელიც ყვარელში მიდიოდა კანდიდატად წარდგენის ცერემონიალზე, გზიდან გაუჩინარდა და დღემდე ამ ადამიანთან ვერ შევძელით კონტაქტის დამყარება;
  • 6 სექტემბერს ყვარლის შტაბის უფროს ლაშა ალადაშვილს, რომელსაც მანამდე ძალოვანი უწყების წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ, მანქანის საბურავზე ექვსივე სამაგრი დაუშვეს და ეს ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს;
  • ახმეტის საკრებულოს პარტიული სიის მე–17 ნომერმა ცეზარ მოსაბრიშვილმა კანდიდატურა მოხსნა. ამ ადამიანს, რომელსაც 4 შვილი ჰყავს, სოციალური დახმარების მოხსნით დაემუქრნენ;
  • ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნათელა ავსაჯანიშვილმა მოხსნა კანდიდატურა: ზეწოლა ქალბატონის შვილზე განხორციელდა.
  • ყაზბეგის საკრებულოს პარტიული სიის კანდიდატმა ლელა გუჯარაიძემ მოხსნა კანდიდატურა. ძმის მეშვეობით, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობს, განახორციელეს ე.წ. შემოთვლა.
  • კობის მაჟორიტარობის კანდიდატმა მზია ჩქარეულმა მოხსნა კანდიდატურა. მუქარა აქაც ძმის მეშვეობით განხორციელდა, რომლის შვილებსაც სისხლის სამართლის საქმეზე გირაო აქვთ შეფარდებული;
  • შვილის პარტიული საქმიანობის გამო, სამსახურიდან გაუშვეს ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი გენო შარაბიძის მამა – პოლიციის თანამშრომელი დავით შარაბიძე;
  • 7 სექტემბერს ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხულოს რაიონში ომარ აბაშიძემ. სუს–ის ადგილობრივი წარმომადგენლის მიერ აქტიურად ხორციელდება ამ რაიონში პოლიტიკური ნიშნის დევნა.
  • ფოთში საკრებულოს და მერის მოადგილეები საჯარო მოხელეებს იბარებენ, გარეთ ატოვებინებენ ტელეფონებს და ეუბნებიან, რომ საარჩევნო ბიულეტენების ასლები გადაიღონ;
  • ხელვაჩაურში პარტიული სიის #1–ის რევაზ მხევაძის მიმართ სახელმწიფო მანქანა მუშაობს და ეს ადამიანი დღეს დაკავების რისკის ქვეშაა. მის კომპანიებში შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურებია შესული.
  • ხაშურის მერობის კანდიდატი ზვიად ტეფნაძის მიმართ დევნა ხორციელდება კანდიდატურის მოხსნის მიზნით. ჯერ–ჯერობით მას კანდიდატურა არ მოუხსნია.
  • გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი ღონღაძის მიმართ ხორციელდება მუქარა და ზეწოლა“.

როგორც პარტიაში აღნიშნეს, ეს არასრული ჩამონათვალია და შეინიშნება ტენდენცია, რომ როდესაც პირები საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის ქვეშ ხსნიან, პარტიასთან ყოველგვარ კომუნიკაციას წყვეტენ.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ დღეს გახარიას პარტიის ხუთი წევრის დატოვების შესახებ გახდა ცნობილი. მათ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S