Accentnews.ge
თინა კანდელაკი რუსული "გაზპრომის" მედიაჰოლდინგის მაღალჩინოსანი გახდა

თინა კანდელაკი რუსული "გაზპრომის" მედიაჰოლდინგის მაღალჩინოსანი გახდა

08/09/2021 11:13:09 პოლიტიკა

თინა კანდელაკი რუსულ სახელმწიფო ჰოლდინგ «გაზპრომ-მედიას» გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ოფიციალური ინფორმაციით, იგი "გააგრძელებს ზრუნვას სუბჰოლდინგ "გაზპრომ-მედია"-"მატჩის" განვითარებაზე და ამავდროულად გასართობი არხების (ТНТ, ТВ-3, «Пятница!» და სხვა) საქმიანობას გაუწევს კურირებას. გარდა ამისა, კანდელაკის პასუხისმგებლობის სფეროში იქნება საინფორმაციო სააგენტო "მატჩის" განვითარება, რომელიც "გაზპრომმა" ადრე დააანონსა.

«დარწმუნებული ვარ, თინასთან ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ იმ მიზნებს, რომლებსაც აქციონერები და დროება გვისახავენ», – განაცხადა ჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჟაროვმა.

თავად კანდელაკი ამბობს, რომ "მაღალკონკურენტულ გარემოში მომუშავე ჰოლდინგის წინაშე ძალზე ამბიციური ამოცანები დგას, მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი პასუხისმგებლობა ძალზე მაღალია და იგი დასახული ამოცანების წარტამებით შესრულებას მთელს ძალასა და ენერგიას მოახმარს".

თინა კანდელაკი "გაზპრომის" ტელეარხ «Матч ТВ»-ს ამოქმედებიდან (2015 წლიდან) მის მთავარ პროდიუსერად მუშაობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S