რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
08/09/2021 11:31:43 სამართალი
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


