
პავლიაშვილმა იმღერა ქორწილში, რომელსაც ბიბილოვიც ესწრებოდა
08/09/2021 12:39:32 კონფლიქტები, პოლიტიკა
რუსეთში მცხოვრებმა წარმოშობით ქართველმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა ქორწილში, რომელსაც სხვა სტუმრებთან ერთად, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა.
პანდემიის ფონზე გამართული გრანდიოზული ქორწილის ამსახველი ვიდეოკადრები სოცქსელებში ვრცელდება:
იქვე ვრცელდება ვიდეო-ამონარიდი პავლიაშვილთან ინტერვიუდან, რომელშიც ის თბილისზე, სოხუმზე და "რუსეთის გამიზნული ნგრევის გეგმაზე" საუბრობს:
კითხვას, "ჩავიდოდა თუ არა აფხაზეთში მილიონ დოლარად?", პავლიაშვილი პასუხობს, რომ "თუ ეს საქართველოსთვის იქნება საჭირო, მას ფული არ სჭირდება".
ამავდროულად, მომღერალი იხსენებს, რა პასუხი გასცა ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში კითხვას, რას სთხოვდა პრეზიდენტ პუტინს, მხოლოდ ერთი თხოვნით მიმართვის საშუალება რომ მისცემოდა:
"დაუფიქრებლად ვთქვი, რომ პუტინს ვთხოვდი, ერთ მაგიდასთან დაესვა ქართველები, აფხაზები და ოსები [...] ჯერ კიდევ 50-იანი წლებიდან მოდის გეგმა, რუსეთი მტრად ექციათ და მის დასანგრევად რუსეთის ირგვლივ ცეცხლი დაენთოთ" - ამბობს მომღერალი.