
ევროკავშირი გალის რაიონში გზის რეაბილიტაციას აფინანსებს
08/09/2021 13:16:38 კონფლიქტები
ევროკავშირი ოკუპირებული გალის რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. რაიონში შესაბამისი აბრაც განთავსდა. მასზე დატანილია ევროკავშირის დროშა და წარწერა – ინგლისურ და აფხაზურ ენებზე.
საგზაო სამუშაოები „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
საუბარია 14-კილომეტრიან მონაკვეთზე ენგურის ხიდიდან გალის რაიონში მდებარე „ენგურჰესის“ ინფრასტრუქტურამდე. გზა რამდენიმე სოფელზე გადის და განახლებული ინფრასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს.
„ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროექტი ევროკავშირის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 38 მილიონი ევროს ოდენობის სესხით დააფინანსა, ევროკავშირმა კი დამატებით 7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.