გახარიას გუნდის წევრი პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ იუწყება
09/09/2021 07:32:13 პოლიტიკა
გორის თეატრის დირექტორი გია წვერავა ამბობს, რომ სამსახურიდან პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს.
როგორც წვერავა აცხადებს, კულტურის სამინისტრომ გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანების გამო, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.
"ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. პროპორციული სიით ვიყრი კენჭს გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან ერთად. კულტურის სამინისტროსთან მოხდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა, რის შემდეგადაც აღარ დამამტკიცეს. ამის მიზეზი ვფიქრობ, რომ არის ჩემი პარტიული აქტივობა - რაც ღიად გამოვხატე მხარდაჭერა გიორგი გახარიას და მისი თანაგუნდელებისადმი", - ამბობს გია წვერავა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გახარიას გუნდის წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.


