Accentnews.ge
Fitch: “ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საქართველოში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს, ანაკლიის პორტის მშენებლობაა”

Fitch: “ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საქართველოში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს, ანაკლიის პორტის მშენებლობაა”

26/02/2019 13:41:11 ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც საქართველოში მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციების ზრდას შეუწყობს ხელს, ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება.

აღსანიშნავია, რომ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB მდე გაზარდა, რაც აქამდე არსებულ რეიტინგზე BB მინუსზე ერთი საფეხურით მაღალია. 

Fitch-ის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს შენარჩუნებით და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის ზრდით. 


"2018 წელს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) წილმა 7.4% შეადგინა, რაც 2017 წელს არსებულ 9.5%-ზე ნაკლები იყო. ამის მიზეზთა შორისაა ის გარემოება, რომ ამ წელს დასრულდა წარსულში დაწყებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019-2020 წლებში საშუალოდ 8%-მდე გაიზრდება, რასაც დამატებით შეუწყობენ ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები, სატრანსპორტო სექტორში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა",- წერია ანგარიშში.

Fitch-ი მეორე სარეიტინგო ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაზარდა. 2017 წელს Moody's-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე. 

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის გაუმჯობესების განმაპირობებელ სხვა პოზიტიურ ფაქტორებს წარმოადგენს: 

· ქვეყნის საგარეო მოწყვლადობა ეტაპობრივად მცირდება და აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. 

· 2018 წლის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.8% შეადგინა, რაც განპირობებული იყო კერძო ინვესტიციებისა და საგარეო მოთხოვნის ზრდით. 

· ფისკალური პოლიტიკა თავსებადია მშპ-თან მიმართებით სახელმწიფო ვალის შემცირების პოლიტიკასთან. 

· რეიტინგის გაუმჯობესებას ხელს უწყობს მიმზიდველი ბიზნეს გარემო და მმართველობის ხარისხი. საქართველო იკავებს მე-6 ადილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით. 

· საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები. 

რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით,საგარეომოწყვლადობის შემდგომი შემცირება, ფისკალური კონსოლიდაცია და ეკონომიკური ზრდის მაღალი დონე მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S