ხვიჩია: „ამათ მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, დამღალა“

09-09-2021 15:03:32 ციტატა

"მე მხარს არ დავუჭერ იმ ბარიერს, რამდენი ხმა და პროცენტიც არ ამიღია. "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში, ეს ცვლილებები ჩავარდება. ჩემი საზრუნავია, რომ 5%-იანი ბარიერიც რომ დააყენონ "ქოცებმა" ისიც გადავლახო. ამათ მაიმუნობას და ვაჭრობას ვერ ავყვები, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და მირჩევნია საკუთარ თავზე და ჩემს ამომრჩევლებზე ვიზრუნო, ვიდრე ამათ ვეჯღანაო"

განაცხადა პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები