არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად 15–მდე პირი ჰყავს აყვანილი
09/09/2021 12:25:03 სამართალი
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილ შეიარაღებულ პირს 15–მდე მძევალი ჰყავს აყვანილი. მძევლებს შორის არიან როგორც ბაკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.
ამ დროისთვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ყვარლის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარეობს, პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზე შეიკრიბნენ მძევლად აყვანილი პირების ახლობლები.
ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, 112–ზე დარეკვა ბანკის ერთ–ერთმა თანამშრომელმა მოასწრო.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ინციდენტის შემდეგ ფილიალი ორმა პირმა დატოვა.
"ვიცი, რომ ჩემი შვილია შიგნით. თამაშრომლებმა, რომლებმაც გამოასწრეს (ფანჯრიდან გადმოხტნენ), ეს გაგვაგებინეს",– აცხადებს ერთ–ერთი მშობელი.


