თვითმხილველი: „შემოვარდა, „ლიმონკა“ ეჭირა ხელში“
09/09/2021 12:43:56 სამართალი
„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალის თანამშრომელი, რომელიც ბანკზე თავადსხმის თვითმხილველია, აცხადებს, რომ თავდამსხმელი ხელყუმბარითაა შეიარაღებული
„შემოვარდა. დავინახე, „ლიმონკა“ ეჭირა ხელში. დაიყვირა, "ყველანი გადითო“. ჩამსხვილებული ადამიანი იყო, ქუდი ეხურა, სათვალე ეკეთა",– ამბობს თვითმხილველი.
მისივე თქმით, მან მალევე დატოვა ტერიტორია. თავის დაღწევა ასევე შეძლეს ბანკში მყოფმა რიგმა პირებმა.
„ზოგი მენეჯერის ოთახიდან გამოვიდა“,– ამბობს თვიმხილველი და ვარაუდობს, რომ ამჟამად ფილიალში ორი მძევალია დარჩენილი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია დაუზუსტებელია. სხვა ცნობებით, ფილიალთი 15–მდე პირი რჩება.
თავად შსს მძელების შესახებ ცნობებს არ ავრცელებს, იუწყება მხოლოდ ბანკში შეჭრის შესახებ.
ამ დროისთვის ბანკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია.
ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე თავდამსხმელთან კომუნიკაცია არ დამყარებულა.
მისი ცნობით, პოლიცია ჯერ უსაფრთხოების ნორმების შენარჩუნებას ცდილობს და შემდეგ ეცდება თავდამსხმელთან კომუნიკაციას.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს იხოვს. აღნიშნული სესიაშვილმა არ დაადასტურა.


