ბანკზე თავდამსხმელი ვინმე გიორგისთან შეხვედრას ითხოვს
09/09/2021 13:12:54 სამართალი
ყვარელში, ბანკზე თავდამსხმელი ვინმე გიორგისთან შეხვედრას ითხოვს. მსგავსი მოთხოვნა მან მომლაპარაკებელს წაუყენა.
თავდამსხმელი მოითხოვს, რომ მის მიერ დასახელებული პირი ფილიალში უიარაღოდ მივიდეს.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი. როგორც თვითმხილელები აცხადებენ, მას ხელყუმბარა აქვს.
ცნობილია მძევლების არსებობის შესახებ, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.
ამ დროისთვის პერიმეტრი გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.


