შსს: „იყო ფულის მოთხოვნა, სპეცოპერაცია გრძელდება“
09/09/2021 14:01:08 სამართალი
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ყველა მძევალი თავისუფალია, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
შსს–ში ადასტურებენ, რომ „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილი პირი შეიარაღებულია და გრძელდება სპეცოპერაცია, რათა ღონისძიება მშვიდობიანად დასრულდეს.
იყო მოთხოვნა თანხასთან დაკავშირებით. პირის იდენტიფიცირების პროცესი გრძელდება“,– განაცხადეს შსს–ს სპეცსამსახურში და ოპერაციის დასრულებამდე დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
შეგხსენებთ, რომ საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 16:00 საათისთვის შეიჭრა და მძევლები აიყვანა.


