„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია
09/09/2021 14:59:55 სამართალი
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
წინასწარი ნფორმაციით, ბანკში, დღის მეორე ნახევარში 45 წლამდე კაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა.
ამ მდროისთვის მძევლები გათავისუფლებულები არიან. შემდეგ სამართალდამცველები მლაპარაკებებს თავდამსხმელთან აწარმოებდნენ, რათა ის მათ ძალის გამოყენების გარეშე ჩაბარებოდა.


