Accentnews.ge
გომელაური: "ამჯერად არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია"

გომელაური: "ამჯერად არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია"

09/09/2021 16:26:29 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ყვარლის ილიალზე თავდამსხმელი კახეთის რეგიონიდან არის და ის დღის განმავლობაში სხვადასხვა რაოდენობის თანხას ითხოვდა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, კახეთიდან არის. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს და ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც იყვნენ შენობაში. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა.

ამჯერად არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია, ისე მოვახერხეთ აყვანა. ყველა მძევლის მდგომარეობა არის სტაბილური, არავინ დაშავებულა", - განაცხადა შს მინისტრმა.

მომხდართან დაკავშირებით მინისტრს დამატებით დეტალებზე არ უსაბრია, მისი თქმით, უწყება განცხადებას მოგვიანებით გაავცრელებს.

შეგხსენებთ, რომ საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი 16:00 საათისთვის შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს 45 წლამდე მოქალაქე თელავის მკვიდრია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S