აზერბაიჯანის სკოლებში არავაქცინირებულ მასწავლებლებს არ დაუშვებენ

10-09-2021 13:37:52 კავკასია

აზერბაიჯანის სკოლებში არავაქცინირებულ მასწავლებლებს არ დაუშვებენ, რადგან მთავარი პირობა, სკოლის კედლებში აღდგეს სასწავლო პროცესი, სწორედ სკოლების თანამშრომლების კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაა. ამის შესახებ ინფომრაციას ქვეყნის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანში ოფიციალური ინფორმაციით, მასწავლებლები ერთ-ერთი პირველი სამიზნე ჯგუფი იყო, რომელთა ვაქცინაციის პროცესიც ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში დაიწყო.

ამჟამად, როგორც ქვეყნის განათლების სამინისტრო აცხადებს, სკოლებში დასაქმებულთა 80% არის აცრილი.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პედაგოგი აცრას სამედიცინო ჩვენების შესაბამისად ვერ იკეთებს, ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინოს.

აზერბაიჯანში სკოლებში სწავლა 22 სექტემბერს იწყება.

ამასთან, ცნობილია, რომ აუდიტორიებში არ დაუშვებენ არავაქცინირებულ სტუდენტებსაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები