Accentnews.ge
ადვოკატი: "მურსაკულოვისთვის ბრალდება გამაოგნებელი იყო"

ადვოკატი: "მურსაკულოვისთვის ბრალდება გამაოგნებელი იყო"

10/09/2021 10:43:53 სამართალი

ავსტრალიის მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვს შანაი ბრუკთან არ ჰქონია შემხებლობა, მისთვის პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება გამაოგნებელი იყო, – ამის შესახებ შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, ვრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია და ხდება კონტექსტის დამახინჯება.

ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობის დღეს შინ იმყოფებოდა, თუმცა არ ამბობს, ვინ ადასტურებს ამას.

„ის იყენებს დუმილის უფლებას და ამბობს, რომ ამ ადამიანთან არ ჰქონია შემხებლობა. მისთვის ეს გამაოგნებელი და დამრტყმელი იყო. ვერაფრით ვერ ხსნის ამას. ბუნებრივია, სადავოდ გავხდით გარკვეულ საკითხებს. არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე და არ ჩანს კამერებში. იმ ტერიტორიაზე იყო ხოლმე, სადაც უწევდა. არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით. ბევრი არასწორი ინფორმაცია არის გავრცელებული, ხდება კონტექსტის დამახინჯება. მთელი დღე სახლში იყო და არსად საეჭვო ადგილზე არ გადაადგილდებოდა“, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება დღეს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით უწყება სასამართლოს მიმართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S