მძღოლებმა აქცია გამართეს

10-09-2021 15:52:40 რეგიონები

გონიოში სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა ნებართვის გაცემას მოითხოვენ აქცია გამართეს. სატვირთო ავტომობილების მძღოლები ამბობენ, რომ საქართველოდან თურქეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებდნენ, თუმცა ამისთვის საჭირო ნებართვების აღებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ.

მათი თქმით, პრობლემების გამო ვერ მუშაობენ და ვერც საბანკო ვალდებულებებს იხდიან.

ქუჩაში გამოსული ათობით მძღოლი პასუხისმგებელ უწყებებთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთვევაში აქციებს აანონსებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები