10-09-2021 16:32:02 კავკასია
აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ირანიდან ჯამში 12 კგ ნარკოტიკული ნივთიერების შეტანის მცდელობის შესახებ იუწყება.
მისივე ცნობით, სახელმწიფო საზღვრის სამი დამრღვევი არ დაემორჩილა მესაზღვრეების მოთხოვნას შეჩერების თაობაზე, რის შემდეგაც შეიქმნა ცეცხლის გახსნის საჭიროება.
«ერთ-ერთი დამრღვევი დაიჭრა, დანარჩენმა ორმა კი ამ ფონზე სიბნელით ისარგებლა და მიმალვა შეძლო. დაჭრილი ფიზულის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და საჭირო დახმარება აღმოუჩინეს" - აცხადებენ აზერბაიჯანულ უწყებაში.
მისივე ინფორმაციით, დაკითხვისას დაკავებულმა ირანის მოქალაქედ, 1981 დაბადებულ ზამანი მირასგარ მირაგად წარადგინა თავი, მისი ხელჩანთის ჩხრეკისას კი აღმოაჩინეს ნარკოტიკულის მსგავსი ნივთიერების შეკვრა საერთო წონით 11 კგ 770 გრამი.
მიმალულთა დასაკავებლად ამჟამად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება, - იუწყება აზერნაიჯანის სასაზღვრო უწყების პრეს-სამსახური.