Accentnews.ge
უპრეცედენტო შემთხვევა დაჰუკის ისტორიაში: ქართველ ქალს 4 კ.გ. ოქროს და 2.6 მილიონის გატაცებას ედავებიან

უპრეცედენტო შემთხვევა დაჰუკის ისტორიაში: ქართველ ქალს 4 კ.გ. ოქროს და 2.6 მილიონის გატაცებას ედავებიან

11/09/2021 10:09:31 სამართალი

ქართველ ქალს ერაყელი ბიზნესმენის გაქურდვაში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც ადგლობრივი მედია წერს, ქალმა ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა.

ამავე წყაროს ცნობით, კრიმინალური შემთხვევა ქალაქ დაჰუკში მოხდა. პოლიციამ თანხის ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა ეჭვმიტანილის დაკავება ვერ შეძლეს, რადგან მან ქვეყანა უკვე დატოვა.

ირკვევა, რომ ქალ ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა. გამოძიების ვერსიით, ქურდობა მან სამ პირთან ერთად დაგეგმა. ინციდენტის შემდეგ ქალი გაუჩინარდა და თავდაპირველად სამართალდამცველებმა მასზე ეჭვი სწორედ ამიტომ მიიტანეს. ძიების პროცესში დადგინა, რომ ქართველი ქალი თურქეთში გაიქცა და თან 20 000 აშშ დოლარი წაიღო.

ამ დროისთვის სამი პირია დაკავებული, თუმცა ძიება კიდევ 17 პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

როგორც აღინიშნა, ეს არის ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S