Accentnews.ge
გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა

გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ მეგის ქარდავას საქმე განიხილა

12/09/2021 11:12:18 სამართალი

კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს მოსამართლე ვიტალი პისანცი, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას საქმე განიხილა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდაცვალების ფაქტი კიევის ოლქის პოლიციის პრეს-სამსახურის უფროსმა ირინა პრინიშნიკოვამ დაადასტურა.

მისივე ინფორმაციით, მოსამართლის გარდაცვალების მიზეზს, ექსპერტიზა დაადგენს.

როგორც "აქცენტს" უკრაინიდან ინფორმირებული წყარო უყვება, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური მოსამართლის გარდაცვალების მიზეზთა შორის, ერთ-ერთ ვერსიად მეგის ქარდავას საქმესაც განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული მეგის ქარდავა.

მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

ცნობისთვის: ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზეც. 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S