ბათუმში კაცმა ჯერ ტურისტი დაჭრა, შემდეგ თავი მოიკლა
13/09/2021 07:01:45 სამართალი
ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ქალი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრის შემდეგ თავდამსხმელმა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.


