
"ნაფტოგაზი": "აშშ-ის ახალ სანქციებს შეუძლია, "ჩრდილოეთ ნაკადი - 2" დაბლოკოს"
13/09/2021 08:02:40 მსოფლიო, ეკონომიკა
ახალ ამერიკულ სანქციებს შეუძლია, გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი - 2"-ის ფუნქციონირება დაბლოკოს, - თვლის უკრაინული "ნაფტოგაზის" ხელმძღვანელი" იური ვიტრენკო.
"თუ აშშ-ის ხელისუფლება სანქციებს შემოიღებს, ვთვლით, რომ ევროპული კომპანიები ამ მილსადენით მიწოდებულ გაზს არ იყიდიან. ამგვარად, "ჩრდილოეთ ნაკადი - 2" არ იმუშავებს", - განაცხადა ვიტრენკომ ფორუმზე "YES Brainstorming".
მან შეახსენა შეკრებილთ, რომ "აშშ "ჩრდილოეთ ნაკადი -2"-ის მშენებლობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბლოკავდა".
ცნობისთვის: გასული კვირის ბოლოს რუსულმა "გაზპრომმა" მილსადენის მშენებლობა დასრულებულად გამოაცხადა.