Accentnews.ge
ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა

ჯიოევი ხიდან ჩამოვარდა და დაშავდა

13/09/2021 07:59:05 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ხიდან ჩამოვარდა, ტრავმა მიიღო და ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებულია, - იუწყება ოსური მედია.

მისივე ინფორმაციით, ჯიოევი ჯერ ცხინვალის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, სპეციალიზებული სამედიცინო მანქანით ჩრილოეთ ოსეთში, კერძოდ ბესლანის საავადმყოფოში გადაეყვანათ.

რა სახისა და სიმძიმის ტრავმა მიიღო ოსმა ჩინოსანმა - დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო არ ამხელს და აცხადებს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

არაოფიციალური ინფორმაციით კი, ჯიოევს ხერხემალი აქვს დაზიანებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S