
ბელორუსში კამპანია «აღიარე ყირიმი!» იკრებს ძალას, საუბარია ასევე დნესტრისპირეთზე, ლუგანსკზე, აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთზე"
13/09/2021 08:32:08 კონფლიქტები, პოლიტიკა
ბელორუსში დაახლოებით ერთი თვის წინ დაწყებული კამპანია "აღიარე ყირიმი!" იკრებს ძალას.
მისმა პრორუსმა ინიციატორებმა უკვე მოასწრეს "ანალიტიკური მოხსენების" წარმოდგენა, რომლითაც, მათი აზრით, "ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების აუცილებლობას ასაბუთებენ".
მოხსენება სახელწოდებით "ბელორუსი და ყირიმი. დროა, ვაღიაროთ რეალობა" 7 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა "სამოქალაქო თანხმობის" ორგკომიტეტის ოფისში იქნა წარმოდგენილი.
მისმა მონაწილეებმა რუსეთის მიერ ანექსირებული თუ ოკუპირებული სხვა "რესპუბლიკების" აღიარების აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი. ამ კონტექსტში დასახელდნენ დნესტრისპირეთი, "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა", აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი".
მოხსენების ავტორებმა განაცხადეს, რომ იბრძოლებენ "ყველა ამ რესპუბლიკის სამოკავშირეო სახელმწიფოში ჩასართავად", - იუწყება "Политринг".