სადგურის მოედანზე ერთმანეთს მოზარდები დაუპირისპირდნენ
13/09/2021 13:22:38 სამართალი
თბილისში, სადგურის მოედანზე არასრულწლოვანებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, ერთი მოზარდია დაჭრილი, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია სამი მოზარდის დაშავების შესახებ.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში 12–13 წლის ბავშვები იყვნენ ჩართული. დაპირისპირების მიზეზი მუსიკალურ ჟანრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გახდა.
ახალგზრდები ჯერ ფოთის ქუჩაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, შემდეგ თევდორე მღვდლის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


