
ლარი ისევ გაუფასურდა
13/09/2021 13:47:41 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1152 ლარი ეღირება, ევრო – 3.6691 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.3074 ლარი.
დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.1140 ლარი ღირდა, ევრო – 3.6842 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.3182 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 სექტემბერს ამოქმედდება.