Accentnews.ge
სამი მოზარდის დაჭრის ფაქტზე ასევე მოზარდი დააკავეს

სამი მოზარდის დაჭრის ფაქტზე ასევე მოზარდი დააკავეს

14/09/2021 07:07:28 სამართალი

სადგურის მოედანზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 14 წლის მოზარდი დააკავა.

შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 13 სექტემბერს თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებულ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა მუსიკალურ ჟანრებში აზრთა სხვადასხვაობას მოჰყვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S