საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 21%-ზე მეტი

14-09-2021 12:32:25 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 13 სექტემბერს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 26 125 ადამიანი.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 534 111 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 914 222 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32%. სრულად ვაქცინირებულია 619 889 - მოზრდილი მოსახლეობის 21.7%.

ეპიდემიოლოგების დასკვნით, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები