Accentnews.ge
"აიცერი და მოიგეს"ერთ–ერთი პირველი გამარჯვებული ცნობილია

"აიცერი და მოიგეს"ერთ–ერთი პირველი გამარჯვებული ცნობილია

14/09/2021 09:50:49 საზოგადოება

90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე "აიცერი და მოიგეს" გამარჯვებულია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

"ამ დილით ჩემმა შვილიშვილმა პრადობის ნომერი მომთხოვა. გამიკვირდა, რისთვის დაჭირდა? მაგრამ იმწამსვე მომახარა, "ბებო, 100 ლარი მოიგეო". ეს ლატარია აცრილებზე ყოფილა. მე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთმა პირველმა ავიცერი და რადგან პირადობაში ქმრის გვარზე ვარ ხიდაშელზე გათამაშებაში ეწერა ლ. ხ. ეს მე ვარ ლამარა აბჟანდაძე. ყველას გირჩევთ, აიცრათ.

ხოლო ვინც აცრილები ხართ, შეამოწმოთ საიტზე მოიგეთ თუ არა" - წერს ლამარა აბჟანდაძე.

დღეს გამოვლენილია 160 მოგებული, რომელთა შორის 500 და 100 ლარიანი მოგებაა გადანაწილებული. მათ ჯამში 20 000 ლარი მოიგეს

გამარჯვებულების ვინაობა დღეს, 12:00 საათზე გამოვლინდა და მათ შესახებ ინფორმაცია საიტზე - Stopcov.lotto.ge-ზე განთავსდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S