Accentnews.ge
პროკურატურამ "სუს–ის ფაილებზე" გამოძიება დაიწყო და მედიას მასალების მიწოდებისკენ მოუწოდებს

პროკურატურამ "სუს–ის ფაილებზე" გამოძიება დაიწყო და მედიას მასალების მიწოდებისკენ მოუწოდებს

14/09/2021 10:11:31 სამართალი

პროკურატურამ "სუს-ის ფაილებთან" დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

უწყება გავრცელებულ განცხადებაში თანამშრომლობისკენ მოუწოდებს იმ მედიასაშუალებებს, რომელსაც აღნიშნული მასალა გააჩნიათ და სთხოვს, რომ ეს მტკიცებულებები მიაწოდონ.

"საქართველოს პროკურატურაში მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

მოვუწოდებთ ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები, გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ. ამასთან, იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მოვუწოდებთ ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.

ასევე ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან", -ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S