საპატრიარქოს იურისტი – "სუს–ის ფაილებზე": "ვინც ამას აკეთებს, მაგარი უგუნურია"

14-09-2021 15:09:35 ადამიანი და კანონი

"ვინც ამას აკეთებს, მაგარი უგუნურია" - რა პოზიცია აქვს საპატრიარქოს გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითდღეს, 14:17 143

ინტერნეტში გამოქვეყნებულ "სუს–ის ფაილებზე", რომლებშიც სასულიერო პირების მიყურადებასა და თვალთვალის შედეგებზეა საუბარი, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ჯერ არ დაუფქსირებია. მედიასთან მცირე კომენტარით მხოლოდ საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავაშემოიფარგლა.

მან დოკუმენტებს აბრიკაცია უწოდა.

"მსგავსი ფაბრიკაციები მიზანმიმართულია შეგნებულად ეკლესიის ინტერესების დისკრედიტაციისათვის. ამიტომ, ვინც ამას აკეთებს, ვეტყვი, რომ მაგარი უგუნურია," - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ცნობისთვის: დოკუმენტების გამოქვეყნება წინმსწრებად ეკლესიაზე შეტევად შეაფასეს მმართველ გუნდშიც და კეთდება მინიშნება ოპონენტებზე.

პროკურატურამ გამოძიება დღეს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები