Accentnews.ge
"კრიმინალი ხარ" – მღვდლები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდნენ

"კრიმინალი ხარ" – მღვდლები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდნენ

14/09/2021 12:24:36 საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს ხმაური იყო. სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს დაუპირისპირდნენ ამჯერად "სუს-ის ფაილებთან" დაკავშირებით. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო თავდაპირველად ბალდის მონასტრის მრევლის Facebook გვერდზე გავრცელდა.

ირკვევა, რომ სასულიერო პირებისთვის რამდენიმე ჩანაწერის შინაარსი ცნობილია. ამასთან, ცნობილია, რომ გარდა სატელეფონო მოსმენებისა, "კრებსებში" "ჩანერგილი" ადამიანების მიერ გატანილი ინფორმაციაცაა მოხვედრილი. მღვდლებს მეუფე სტეფანესთან შეკითხვები სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მეუფემ მათთან საუბარი არ ისურვა და მღვდლებს კრიმინალები უწოდა. მათ კი მიტროპოლიტი უღირს და მეუფესთვის შეუფერებელ საქციელში დაადანაშაულეს.

"მეუფე კი არა არაკაცი ხარ შენ, ძალადობაზეც გადმოდიხარ, ხომ? ჭყონდიდის კათედრა ვერ აიტანს უღირსს, უღმერთო, მრუშ, მოძალადე სასულიერო პირს, მით უმეტეს მიტროპილიტს. რა გინდათ, საიდან მოდიხართ, რა რჯულის ხართ? კრიმინალური საუბარიც შეგიძლიათ, ამის თქმას ცდილობთ? ერო, გამოიღვიძე!" - მიმართავენ სასულიერო პირები სტეფანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S