Accentnews.ge
მელია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სუს-ის გაუქმების პირობას დებს

მელია არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სუს-ის გაუქმების პირობას დებს

14/09/2021 17:41:53 პოლიტიკა

თბილისის მერობის ენმ-ის კანდიდატი, ნიკა მელია პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაუქმდება. ამის შესახებ მან "სუს–ის ფაილებთან" დაკავშირებით ქვეყანაში აგორებულ სკანდალის შესახებ გამართულ ბრიფიგზე ისაუბრა. საუბარია ასობით ფაილზე, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

"პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ მე და ჩემი გუნდი, მე და ჩემი მეგობრები, პარტნიორი პარტიები გავაკეთებთ, გპირდებით, რომ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიის გაუქმება. ეს უდაოა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, მიუხედავად მისი სახელისა, კუდი იქნება, სუსი, კუდი თუ ჯანდაბა, გაუქმდება და არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ. არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელით თქვენ გერჩით და გაშანტაჟებთ". - თქვა მან სპეციალურ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S