Accentnews.ge
ჯაღმაიძე – "სუს–ის ფაილებზე": "შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ"

ჯაღმაიძე – "სუს–ის ფაილებზე": "შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ"

14/09/2021 18:05:33 საზოგადოება

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე "სუს–ის ფაილებს" ეხმიანება და აქცენტს არა სავარაუდო ფარულ მიყურადებაზე, არამედ ჩანაწერების გავრცელებაზე აკეთებს. კერძოდ, ამბობს, რომ ფაილების გასაჯაროებით არჩევნებში ეკლესიის ფაქტორით მანიპულაციას ცდილობენ.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება აღნიშნულ მასალებზე და მედიას მიმართავს, რომ თუ ეს შესაძლებელია, ფაილები გადასცენ.

"სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართული, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ. სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები, გამოძიებულ უნდა იქნას და როდესაც მეტნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი", - აღნიშნავს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ინტერნეტში ატვირთულ ასობით ფაილზე, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S