კალაძე – "სუს–ის ფაილებზე": "დეტალებს არ ვიცნობ, არც ინტერესი მაქვს"

14-09-2021 22:14:45 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე "სუს–ის ფაილებთან" დაკავშირებით ქვეყანაში აგორებული 2–დღიანი სკანდალის შემდეგ ამბობს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებს არ იცნობს და არც ინტერესი აქვს.

„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვსაუბრობ მხოლოდ თბილისზე, ქალაქში განსახორციელებელ პროექტებზე და არსებულ გამოწვევებზე. არ ვიცნობ ამ ჩანაწერების დეტალებს, არც ინტერესი მაქვს, გულწრფელად, რადგანაც ვარ წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ყოველდღიურად მაქვს ძალიან ბევრი შეხვედრა მოსახლეობასთან და სასაუბროც ძალიან ბევრი მაქვს არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე, როგორ ვხედავ ქალაქის განვითარებასა და თბილისს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. შესაბამისმა სამსახურებმა დღეს გააკეთეს ამასთან დაკავშირებით განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ინტერნეტში ატვირთულ ასობით ფაილზე, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები