Accentnews.ge
ჭინჭარაული: "სუს-ი კი არა, უფრო სახელმწიფო საშიშროების სამსახურია"

ჭინჭარაული: "სუს-ი კი არა, უფრო სახელმწიფო საშიშროების სამსახურია"

14/09/2021 19:20:59 სამართალი

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი კონსტანტინე ჭინჭარაული "TV პირველთან" ადასტურებს, რომ "სუს-ის ფაილებში" ძმასთან – დავით ჭინჭარაულთან საუბარია ასახული. საუბარი შეეხებოდა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ პრობლემებს, სავარაუდოდ, გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, ხოლო დახმარებისთვის მან ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომელიც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

"ისმინონ, რა, ცუდს რას ვამბობ? დასამალი მე არაფერი არ მაქვს. დავითს ველაპარაკე მაშინ, მაშინ კობახიძე თავმჯდომარე იყო პარლამენტის და ვთხოვეთ უბრალოდ დახმარება. [...] როგორც გამოიკვეთა, უფრო სუს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) არ არის, უფრო არის სსს - სახელმწიფო საშიშროების სამსახურია. თუ უსმენს ყველა ადამიანს, ეს უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა. სახელმწიფო საშიშროებად არის გადაკეთებული", - აღნიშნავს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ინტერნეტში ატვირთულ ასობით ფაილზე, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S