
კალიურანდი: "სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს"
15/09/2021 06:07:10 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ წეს, რომ მესამე პრეზიდენტს მოუწოდა, თავი აარიდოს პროვოკაციებს და გამოიყენოს მისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში, წინასაარჩევნოდ სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის.
"ევროპული საბჭოს წევრების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და მისი პოლიტიკური კაპიტალი წინასაარჩევნო დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს. ასევე, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებებს 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ", - წერს ევროპარლამენტარი ტვიტერის გვერდზე.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ 6 სექტემბერს დააანონსა, თუმცა თარიღი და მარშრუტი უცნობია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.