
თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
15/09/2021 07:03:42 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დადასტურდა. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა,
- აჭარა – 159,
- იმერეთი – 393,
- ქვემო ქართლი – 151,
- შიდა ქართლი – 143,
- გურია – 61,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251,
- კახეთი – 338,
- მცხეთა-მთიანეთი – 61,
- სამცხე-ჯავახეთი – 64,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 398, საიდანაც:
- 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 346, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 156, იმერეთში – 348.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 24, იმერეთში – 30.
- 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 707 – თბილისში, 375 – აჭარაში.
- 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – ორი.
- 6 ოქტომბრიდან 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 149 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.
იხილეთ ასევე: „დელტა" არავის ინდობს!" – კორონავირუსით ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა