„დელტა" არავის ინდობს!" – კორონავირუსით ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა

14-09-2021 11:46:34 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

ისრაელში, ხოლონის სამედიცინო ცენტრ Wolfson-ში, ცნობილი ანტივაქსერი ჰაი შაულიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ჰაი შაულიანი თავის გამომწერებს სოციალურ ქსელებში მოუწოდებდა, არ აცრილიყვნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„ეპიდემია არ არსებობს! ვაქცინა საჭირო არაა, მეტიც, საშიშია”, – აცხადებდა ჰაი შაულიანი.

მოგვიანებით, როდესაც ის კოონავირუსით გამოწვეული გართულებების დიაგნოზით კლინიკაში გადაყვანეს, ქალი საკუთარ გამომწერებს ვიდეომიმართვის საშუალებით უამბობდა: „ჟანგბადის აპარატზე ვარ მიერთებული, რომლის გარეშეც ვიხრჩობი. თუ მას მოვიხსნი და სამ მეტრს გავივლი, გრძნობას დავკარგავ. ძალიან ვახველებ და ვგრძნობ რომ სული მეხუთება”.

შემთხვევას ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე და აღნიშნავს, რომ „ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან ხვდებიან თავისივე „ბრძოლის მსხვერპლნი“:

  • „დღეს კოვიდით გარდაიცვალა კიდევ ერთი, ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში, ბატონი ჰაი შოულიან,
  • ამერიკაში ქალბატონი ვერონიკა ვალსკი,
  • ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო, კელი კოოკი. ამ პატარა გოგონას დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიან არის.

– ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ცნობილი არაერთი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში), "დელტა" ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია თუ ვაქცინების მიმართ შეხედულება. ეს ვირუსი ვერაგია.

აპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს.

გახსოვდეთ, 100% ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მდგომარეობისგან.

თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდ ვაქცინით, ჩემი პასუხი არის: 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილი, ეს ცოტაა?!

დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი.

სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები