Accentnews.ge
საარსებო მინიმუმი 221 ლარამდე გაიზარდა

საარსებო მინიმუმი 221 ლარამდე გაიზარდა

15/09/2021 07:23:21 ეკონომიკა

საქსტატმა დღეს საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, აგვისტოს განმავლობაში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 221.1 ლარი იყო, რაც საარსებო მინიმუმის რეკორდული მაჩვენებელია. ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში ცხოვრების გაძვირებულ ღირებულებაზე მეტყველებს. შედარებისთვის, ივლისთან მიმართებით საარსებო მინიმუმის ოდენობა 2.8 ლარით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი ინდექსი 38.8 ლარით გაიზარდა, რაც ზრდის რეკორდულად მაღალი ტემპია.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული, რადგანაც აგვისტოში ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი - 12.8%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

მაისის მდგომარეობით, "საშუალო მომხმარებლის" საარსებო მინიმუმი 195.8 ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 2.5 ლარით, ხოლო წლიურ ჭრილში კი 34.4 ლარით არის გაზრდილი.

საქსტატის მიერ დღეს წარმოდგენილ ანგარიშს არ ახლავს ოჯახის სულადობრივი საარსებო მინიმუმი, რომელსაც ორგანიზაცია 2021 წლამდე აქვეყნებდა.

საარსებო მინიმუმის გამოანგარიშება ხდება სპეციალური სასურსათო კალათის მეშვეობით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, 2003 წლის 8 მაისს განისაზღვრა. მეტიც, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.

საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური ტარიფების ღირებულება, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯის ღირებულება, რომელთა გაღებაც ყველა ადამიანს უწევს. დღეს არსებული სისტემა მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S