Accentnews.ge
საქართველოში სრულად აიცრა ზრდასრული მოსახლეობის 22.5%

საქართველოში სრულად აიცრა ზრდასრული მოსახლეობის 22.5%

15/09/2021 08:53:19 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 14 სექტემბერს კოვიდ–ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 24 941 ადამიანი.

15 მარტიდან გაკეთებულია 1 561 228 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 32.2%. სრულად ვაქცინირებულია 641 352 - მოზრდილი მოსახლეობის 22.5%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა, აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60%. საქართველოში ნებაყოფლობითი ვაქცინაცია მიმდინარეობს "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S