Accentnews.ge
ფულადი გზავნილები ოდენობა ინვესტიციებისას მნიშვნელოვნად აჭარბებს

ფულადი გზავნილები ოდენობა ინვესტიციებისას მნიშვნელოვნად აჭარბებს

15/09/2021 10:50:50 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობამ ერთი მილიარდ 83.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები – მხოლოდ 366.4 მილიონი აშშ დოლარი იყო.

გზავნილების ოდენობა პირდაპირი უცხოური ინვესრტიციების მონაცემზე თითქმის 3-ჯერ, ანუ 716.7 მილიონით დოლარით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში [პირველ სამ თვეში] ქვეყანაში 132.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე კვარტალში – 234.2 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.

გზავნილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა ასე გამოიყურება:

  • იანვარი – 149.8 აშშ მლნ დოლარი;
  • თებერვალი – 161.4 აშშ მლნ დოლარი;
  • მარტი – 188.2 აშშ მლნ დოლარი;
  • აპრილი – 194.1 აშშ მლნ დოლარი;
  • მაისი – 187.7 აშშ მლნ დოლარი;
  • ივნისი – 201.9 აშშ მლნ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის ივლისში ქვეყანაში 208.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა, ხოლო აგვისტოში გზავნილების ოდენობამ 204.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S