Accentnews.ge
„ლელო“  „სუს–ის ფაილებთან“ დაკავშირებით მუშაობას რამდენიმე მიმართულებით იწყებს

„ლელო“  „სუს–ის ფაილებთან“ დაკავშირებით მუშაობას რამდენიმე მიმართულებით იწყებს

15/09/2021 11:12:10 პოლიტიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „სუს–ის ფაილებთან“ დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით იწყებს მუშაობას. კერძოდ, როგორც საგანგებო ბრიფინგზე პარტია „ლელოს“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ფრაქცია კონსულტაციების იწებს ოპოზიციონერ კოლეგებთან, რათა მოწვეულ იქნას პარლამენტის საგანგებო სხდომა, რისთვისაც პარლამენტის შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერაა საჭრო.

ამასთან, „ლელო“ იწყებს დეპუტატთა საჭირო ხმების მობილიზებას, რათა პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი იქნას დაბარებული.

გარდა ამისა, „ლელო“ მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რისთვისაც დეპუტატთა 50+1 ხმაა საჭირო და გეგმას, ამ მიმართულებითაც აწარმოოს კონსულტაციები კოლეგებთან.

„უნდა დავასრულოთ სახელწიფოს დანგრევისკენ მიმართული პრაქტიკა, რაც პირად ცხორებაში ჩარევას გლისხმობს“,– დასძინა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა ასეულობით ფაილი, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S