"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს

15-09-2021 15:40:19 ადამიანი და კანონი

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს.

ნოდარ მელაძის განცხადებით, მასთან გამომძიებლებს კითხვები გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით აქვთ.

"სასწრაფოდ მისცეს ხელისუფლებამ პასუხისგებაში ყველა ის ადამიანი, ყველა ის მაღალჩინოსანი, ვინც ჩვენ, ჟურნალისტებს გვისმენდა, ვინც უსმენდა მღვდლებს.

ვაპირებთ, რომ შევიტანოთ სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ისინი უკანონოდ მისმენდნენ მე. ასევე, ჩვენი ნიუსრუმის ჟურნალისტები, ყველა ვისი გვარიც ერთხელ მოხვდა და ჩვენ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. თუ ეროვნული სასამართლო არ დაადგენს ამ ადამიანების ბრალეულობას და არ მიაქცევს პასუხისგებაში, წავალთ სტრასბურგში,“ - აცხადებს ნოდარ მელაძე.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა ასეულობით ფაილი, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები