Accentnews.ge
"უკრაინას მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადმოცემა აეკრძალა"

"უკრაინას მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადმოცემა აეკრძალა"

15/09/2021 13:46:09 სამართალი

უკრაინას აეკრძალა მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადმოცემა,– ამის შესახებ თეა თუთბერიძე იუწყება.

მისი განმარტებით, გაერომ მეგის ქარდავა აიყვანა საერთაშორისო პროტექციის ქვეშ და დოკუმენტი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

"ეს პიროვნება (იგულისხმება მეგის ქარდავა) ექვემდებარება გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველოს დაცვას. კერძოდ კი, უნდა დაცული იყოს იძულებით იმ ქვეყანაში დაბრუნებგან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.

ეს სერთიფიკატი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში",– მიუთითებს დოკუმენტიდან ამონარიდს თუთბერიძე.

უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ 11 სექტემბერს გახდა ცნობილი.

მიის მეუღლე იუწყებოდა, რომ იგეგმებოდა მისი ექსტრადირება.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა. 2018 წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S