
ვერაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს
15/09/2021 13:59:17 სამართალი
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
გამოძიება 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.